
ესტონეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა
12/09/2024 10:19:04 მსოფლიო
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი კიევში ჩავიდა.
"წინ შეხვედრები და დისკუსიები გველის, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და მისი მიზნების მიმართ, მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“, - წერს კარისი სოციალურ ქსელში.
უკრაინის დედაქალაქში გუშინ ლიეტუვის პრეზიდენტი და ლატვიის პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდნენ, რომლებიც ყირიმის პლატფორმის სამიტს დაესწრნენ.