ზელენსკიმ ბრაზილიისა და ჩინეთის "სამშვიდობო ინიციატივები" უარყო როგორც პრორუსული

12-09-2024 14:25:36 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრაზილიურ გამოცემა Metropoles-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრაზილიისა და ჩინეთის მთავრობების მიერ შემოთავაზებული სამშვიდობო გეგმა უფრო რუსეთის ინტერესებს შეესაბამება და კიევისთვის მიუღებელია.

”სამწუხაროდ, ვთვლი, რომ [ბრაზილიურ-ჩინური ინიციატივები] უფრო პრორუსულია,” - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ ამის შესახებ მან გულწრფელად უთხრა ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო „ლულა“ და სილვას.

ჩინეთმა და ბრაზილიამ უკრაინის წინააღემდეგ რუსეთის ომის მშვიდობიანი რეგულირების თაობაზე წინადადებები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს გამოაქვეყნეს. მათ განაცხადეს, რომ კონფლიქტის დასრულების ერთადერთი გზა არის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვა ყველა მხარის თანაბარი მონაწილეობით.

ამ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მიესალმება ბრაზილიისა და ჩინეთის ინიციატივას.

”ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა უფრო და უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს გლობალურ სამხრეთში,” - განუცხადა რიაბკოვმა RT-ს (ციტირებულია TASS-ის მიერ).

ზელენსკის თქმით, ეს „სამშვიდობო გეგმა“ არ იყო შეთანხმებული უკრაინასთან და კიევი ვერ წავა რაიმე კომპრომისზე რუსეთთან მის ტერიტორიებთან დაკავშირებით.

„ის [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი] შემოვიდა, დახოცა ხალხი, მიიტანაცა ტერიტორია და ახლა ლულა ამბობს: „მოდით, მათ ისაუბრონ“. მე უბრალოდ შემეძლო ლულასთან საუბარი, რადგან ის ჩემი მტერი არ არის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

„ძლიერი უნდა ვიყო, რომ დავჯდე და რაღაცაზე ვილაპარაკო. მან უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა აჩვენოს, რომ ომის დასრულება სურს. არ შეიძლება უბრალოდ თქვა: „ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები შესახვედრად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები