
ვიეტნამში ტაიფუნს, სულ მცირე, 197 ადამიანი ემსხვერპლა
12/09/2024 12:22:36 მსოფლიო
ვიეტნამში ტაიფუნ „იაგის“ გამო, სულ მცირე, 197 ადამიანი დაღუპა, დაახლოებით 800 დაშავდა, ასზე მეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
დაღუპულები ძირითადად წყალდიდობასა და მეწყერს ემსხვერპლნენ. წყლისა და ტალახის ნაკადებმა გაანადგურა ხიდები, წაიღო მანქანები მგზავრებით და მთელი სოფლები. დაახლოებით 50 ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, ქვეყნის ნახევარში სკოლები დაიხურა. დაზარალებულ რაიონებში სასმელი წყლისა და საკვების დეფიციტია. ზარალი უკვე ათეულობით მილიონ დოლარად არის შეფასებული.
ქვეყნის დედაქალაქ ჰანოიში ბოლო ოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წყალდიდობაა.
კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ „იაგის“ მსგავსი შტორი კლიმატის ცვლილების გამო ძლიერდება.
კლიმატის ცვლილების შესანელებლად მეცნიერები, აქტივისტები და ზოგიერთი პოლიტიკოსი მთელს მსოფლიოში ითხოვენ ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის მოხმარების შემცირებას, რომლებიც დაწვისას წარმოქმნიან სათბურის გაზებს. სათბურის აირები გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.