12-09-2024 17:57:11 მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას უფლება მისცა, რუსეთის წინააღმდეგ ომში ბრიტანული რაკეტა Storm Shadow რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის გამოიყენოს, - იუწყება The Guardian სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიევს უფლება მიეცეს, გამოიყენოს ბრიტანული წარმოების ფრთოსანი რაკეტები რუსეთის ტერიტორიის შიგნით, თუმცა ამის შესახებ ოფიციალურად არ გამოუცხადებიათ.
ამ რაკეტების დიაპაზონი დაახლოებით 150 მილია (250 კილომეტრი).