
რიში: „ქართველებს არჩევნებზე ექნებათ შანსი, ვიგინდარები გაყარონ“
12/09/2024 15:57:22 პოლიტიკა
ამერიკელი სენატორი "რესპუბლიკური პარტიიდან" ჯიმ რიში სენატში გამართულ მოსმენაზე დაინტერესდა "რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ".
„საქართველოში 4 მლნ-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს. რატომ მიდის საქართველო რუსეთისკენ? ბალტიის ქვეყნებს რომ შევადაროთ, იქაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, მაგრამ მათ არაფერი სურთ რუსეთთან, არც ერთი ფორმით. აქეთ კი გვაქვს საქართველო, სადაც შეიჭრა რუსეთი, წაართვა ორი რეგიონი, ეს რეგიონები ახლაც ოკუპირებული აქვს. რის გამო შეიძლება, გყავდეთ მნიშვნელოვანი რაოდენობის ხალხი, რომელთაც კომუნისტური და სოციალური ცხოვრებისკენ უკან დაბრუნება სურთ?“, - იკითხა მან.
მოსმენაზე სახელწოდებით „არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო კანონები და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების სხვა ინსტრუმენტები" საქართველოს შესახებ მომხსენებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იყო, რომელმაც სენატორის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ "წლების განმავლობაში დეზინფორმაციის მიუხედავად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას".
ეკა გიგაურის პასუხის მოსმენის შემდეგ სენატორმა რიშმა შემდეგი განაცხადა:
„თქვენ მე იმედს მაძლევთ, რომ დიდ უმრავლესობას არჩევანის სწორად გაკეთება უნდა. ჩვენ დავაკვირდებით არჩევნებს... თუ რასაც ამბობთ, მართალია ქართველ ხალზე, მათ შანსი მიეცემათ ამ ოქტომბერში, რომ ვიგინდარები გაყარონ და საკუთარი მომავალი საკუთარ ხელებში აიღონ. ჩვენ დავაკვირდებით და ვილოცებთ თქვენთვის. იმედია, დაგეხმარებით“.