Accentnews.ge
Politico: იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

Politico: იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე გახდება

12/09/2024 18:07:08 მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ახალი თავმჯდომარე გახდება, – იუწყება Politico ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.

მისი ცნობით, NATO–ს ამჟამინდელი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აღნიშნულ თანამდებობაზე გერმანელ დიპლომატ კრისტოფ ჰოისგენს ჩაანაცვლებს, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას ბოლო ორი წლის განმავლობაში თავმჯდომარეობს.

კონფერენციის 2008-2022 წლების თავმჯდომარე, ვოლფგანგ იშინგერი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფონდის დამფუძნებელი საბჭოს პრეზიდენტად დარჩება.

ცნობისთვის: სტოლტენბერგს NATO–ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის 1 ოქტომბერს ნიდერლანდების ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე ჩაანაცვლებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S