Accentnews.ge
გახარია – "ოცნებაზე": დღეს რაც აქვთ, 30 %–ზე ნაკლებია, თუ გონივრულად მოვიქცევით, ამ რაოდენობის ხმასაც ვერ აიღებენ

გახარია – "ოცნებაზე": დღეს რაც აქვთ, 30 %–ზე ნაკლებია, თუ გონივრულად მოვიქცევით, ამ რაოდენობის ხმასაც ვერ აიღებენ

12/09/2024 19:14:51 ციტატა

"ბოლო არჩევნებში “ოცნებამ“ 800 000 ხმა აიღო. დღეს ობიექტურად, მინიმუმ, 200 000 ხმა დაკარგული აქვთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც კორუფციის, უსამართლობის გამო და იმის გამო, რომ ოჯახბს ურეკავდნენ და დედას აგინებდნენ, ვიღაცას ქუჩაში სცემდნენ და სამწუხაროდ, ასე დაემსგავსა იმას, რა დღეშიც იყო "ნაციონალური მოძრაობა", ამ კანონის გამო, როცა 300 ათასი ადამიანი ქუჩაში იდგა და სხვა ამბების გამოც, ეს ხმები დაკარგეს . დღეს რაც აქვთ, არის მაქსუმუმ, 600 000 ხმა. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნებზე მოდის 2 მილიონი ადამიანი, ეს 30 %–ზე ნაკლებია. ეს არის ობიექტური რეალობა, რაც დღეს ელექტორალურ ველზე ხდება, ამიტომ არის იგი სიის პირველი ნომერი, ამიტომ ხდება ასეთი აუხსნელი და გაუგონარი თავდასხმები, თუმცა, თუ გონივრულად მოვიქცევით, ამ 600 ათას ხმასაც დაკარგავენ“, – ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S