
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გაშვებული 26 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ
13/09/2024 06:56:00 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 26 დრონიდან 24 ჩამოაგდეს.
თავდაცვის სისტემა მუშაობდა მიკოლაევის, ოდესის, ხმელნიცკის და ივანო-ფრანკოვსკის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.