Accentnews.ge
კობახიძე: თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც "ბორდერიზაცია" გამოიწვია, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა

კობახიძე: თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც "ბორდერიზაცია" გამოიწვია, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა

13/09/2024 08:19:05 ციტატა

"მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ, როცა ჩვენი ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარეს. "ბორდერიზაცია" არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, თუმცა ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები დაცული იყოს. მაქსიმალურად არის უზრუნველყოფილი, თუნდაც არარსებული "საზღვარი", თუმცა იმასაც შეგახსენებთ, რომ „ნაცმოძრაობამ“ შემოხაზა საზღვრები. გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან კანონის დონეზე შემოხაზა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა. მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი "ბორდერიზაცია" მიჰყვება სწორედ „ნაცმოძრაობის“ მიერ აღდგენილ საზღვრებს. პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ დააკანონა. ამ ყველაფერმა შეექმნა რუსეთის ფედერაციას "ბორდერიზაციის" საფუძველი. თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ "ბორდერიზაცია" განხორციელდა ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში, ასეთი შემთხვევა არსებითად არ ყოფილა, როდესაც ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის“ მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S