Accentnews.ge
ბავარიაში სამხედროებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბავარიაში სამხედროებზე თავდასხმის მომზადებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

13/09/2024 13:49:01 მსოფლიო

გერმანელი სამართალდამცველების ცნობით, ბავარიის ქალაქ ჰოფში დააკავეს 27 წლის სირიელი მამაკაცი, რომელიც ბუნდესვერის ჯარისკაცებზე თავდასხმას ცივი იარაღით გეგმავდა.

გამომძიებლების თქმით, "ეჭვმიტანილი გეგმავდა რაც შეიძლება მეტი ბუნდესვერის ჯარისკაცის დახოცვას სადილზე შესვენების დროს და სპეციალურად ამ მიზნით სირიელმა სამშაბათს 40 სანტიმეტრის ორი მაჩეტე შეიძინა".

ჰოფში, ცენტრალური სადგურიდან სამი კილომეტრის დაშორებით, განლაგებულია ბუნდესვერის ყაზარმები, სადაც რამდენიმე ასეული ჯარისკაცი ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S