Accentnews.ge
პუტინი: დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმა არის ნატოს მონაწილეობა ომში

პუტინი: დასავლური იარაღით რუსეთზე დარტყმა არის ნატოს მონაწილეობა ომში

13/09/2024 14:06:09 მსოფლიო

უკრაინის მიერ შორ მანძილზე მოქმედი დასავლური იარაღის გამოყენება რუსეთის ტერიტორიაზე ომში ნატოს ქვეყნების უშუალო მონაწილეობას ნიშნავს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან განაცხადა.

მისი ვერსიით, კიევი დამოუკიდებლად ვერ განახორციელებს მსგავს დარტყმებს, რადგან ამისთვის მას დასჭირდება თანამგზავრების მონაცემები, რაც უკრაინას არ გააჩნია. გარდა ამისა, პუტინის თქმით, მხოლოდ ნატოს სამხედრო პერსონალს შეუძლია "ამ სარაკეტო სისტემების გასროლა."

პუტინმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დასავლური იარაღით დარტყმის შესაძლო ნებართვის გაცემას "კონცეფციების ჩანაცვლება" უწოდა:

"ეს არ არის იმის უფლება, რომ უკრაინის რეჟიმმა რუსეთს ამ იარაღით დაარტყას. საუბარია იმაზე, რომ ნატოს ქვეყნები უშუალოდ არიან ჩართულნი სამხედრო კონფლიქტში თუ არა. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება, ეს სხვა არაფერს ნიშნავს, თუ არა ნატოს ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ქვეყნების უშუალო მონაწილეობას უკრაინის ომში".

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში "ამ კონფლიქტის არსი" შეიცვლება და რუსეთი "მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის შეიქმნება," - თქვა პუტინმა.

მანამდე რუსეთის ხელისუფლება "წითელ ხაზად" აცხადებდა ტანკების, რაკეტების, F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას. ყველა ეს "ხაზი" გადალახულია.

The Guardian-მა 11 სექტემბერს ბრიტანეთის მთავრობაში წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბრიტანეთმა გადაწყვიტა, დაუშვას უკრაინის მიერ Storm Shadow-ს ფრთოსანი რაკეტებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S