Accentnews.ge
გერმანულმა სამხედრო ხომალდმა ტაივანის სრუტე გადაცურა ჩინეთის პროტესტის მიუხედავად

გერმანულმა სამხედრო ხომალდმა ტაივანის სრუტე გადაცურა ჩინეთის პროტესტის მიუხედავად

13/09/2024 14:13:50 მსოფლიო

13 სექტემბერს ორმა გერმანულმა სამხედრო-საზღვაო ხომალდმა ტაივანის სრუტე გადაცურა მიუხედავად ჩინეთის პროტესტისა.

"საერთაშორისო წყლები საერთაშორისო წყლებია", - თქვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ლიეტუველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

პისტორიუსის განმარტებით, "ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია და, ამინდის პირობების გათვალისწინებით, ყველაზე უსაფრთხო".

"შესაბამისად, ჩვენ გავცურავთ",- დასძინა გერმანელმა მინისტრმა.

მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გერმანიის ნაბიჯი დაგმო და მას ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევის გამამართლებელი ქმედება უწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S