
ზელენსკი: რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა
13/09/2024 15:13:57 მსოფლიო
რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. შესაძლოა, რაკეტების სამარკო ნიშანი განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გავრცელებასა და გამოყენებას. თუ მოკავშირეები ერთად აგდებენ რაკეტებსა და დრონებს ახლო აღმოსავლეთის ცაში, მაშინ რატომ არ არის ანალოგიური გადაწყვეტილება უკრაინის ცაში რუსული რაკეტებისა და ირანული „შაჰიდების” ერთობლივად ჩამოგდების შესახებ?! თან ეს მაშინაც არ კეთდება, როდესაც რაკეტები და დრონები პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენი მეზობლების ტერიტორიაზე მიემართებიან",- თქვა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დაიჩივლა, რომ დესაც ამ საკითხს პარტნიორებთან აყენებს, "ყველა ცდილობს, ის უბრალოდ გაატაროს".
"ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა რუსული „შაჰიდების“ ჩამოგდებით. ვფიქრობ, უბრალოდ დამამცირებელია ძლიერი დემოკრატიული სამყაროსთვის,” - განაცხადა ზელენსკიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბელარუსმა საკუთარ ტერიტორიაზე დრონები ჩამოაგდო. მინსკს კუთვნილება არ დაუდასტურებია, თუმცა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა თქვეს, რომ საუბარი იყო რუსეთის "შაჰედებზე".