
პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ ღონისძიებას ტალახაძე და პეტრიაშვილიც დაესწრნენ
13/09/2024 15:34:45 საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ქართველი სპორტსმენები - ოლიმპიელები და პარალიმპიელები დააჯილდოვა მიღწეული წარმატებებისთვის.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენი პეტრიაშვილი, რომლებიც დეპუტატობა აქვთ განზრახული - "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის ოცეულში იმყოფებიან.
"ეს ჯილდო ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი სიამოვნებით ჩავიბარებ", - უთხრა ტალახაძემ ჟურნალისტებს.
მან თქვა, რომ ღონისძიებაზე მიწვევის შემდეგ არ უყოყმანია, ვინაიდან ჯილდოს იღებს სპორტსმენი ლაშა ტალახაძე თავისი მიღწევებისთვის:
„პოლიტიკური შეხედულების გამო ადამიანს ხაზი არ უნდა გადაუსვა. მე ყოველთვის წინ ვაყენებ ჩემ წარმატებას და ქვეყანას. ეს არის ჯილდო ჩემი მიღწევებიდან გამომდინარე, ამიტომ, როდესაც პრეზიდენტი გადაგცემს ჯილდოს, სიამოვნებით მისაღებია”,- განმარტა ტალახაძემ.
სახალხო ზეიმი საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ორბელიანების სასახლის წინ მიმდინარეობს.