Accentnews.ge
ინდოეთმა რუსეთის მიერ ომში გაგზავნილი მოქალაქეების დაბრუნება შეძლო

ინდოეთმა რუსეთის მიერ ომში გაგზავნილი მოქალაქეების დაბრუნება შეძლო

13/09/2024 15:54:05 მსოფლიო

ინდოეთმა შეძლო რუსეთის არმიიდან გათავისუფლება 45 ინდოელის, რომლებიც რუსმა შუამავლებმა გადაიბირეს და უკრაინაში საომრად გაგზავნეს,- ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება.

"ახლა ისინი სამშობლოში ბრუნდებიან",- აღნიშნავს უწყება.

თუმცა, როგორც ინდოეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რუსეთის მხარეზე ბრძოლას კიდევ 50 ინდოელი განაგრძობს და დიპლომატები მათ გათავისუფლებასაც ცდილობენ.

მანამდე ინდოეთის მოქალაქეებმა ვიდეომიმართვები გაავრცელეს და დახმარება ითხოვეს. ისინი აცხადებდნენ, რომ მოტყუებით აღმოჩნდნენ საომარი მოქმედებების ზონაში. ცნობილი გახდა მინიმუმ, რვა მოქალაქის დაღუპვის შესახებ.

ივლისში მოსკოვში ვიზიტისას ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ წამოჭრა ეს საკითხი ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას. პუტინმა პირობა დადო, რომ ხელს შეუწყობს ორივე საკითხის გადაწყვეტას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S