
პრეზიდენტი - სპორტსმენებს: თქვენ მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული - ესაა ხალხის სიყვარული, დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება
13/09/2024 16:36:34 საზოგადოება
მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული, ისეთი რამ რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს - ესაა ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება,- ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოლიმპიელებს და პარალიმპიელებს ღირსებისა და ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოების ცერემოლიანზე.
ღონისძიება ათონელის რეზიდენციის წინ გაიმართა. პრეზიდენტმა ჯილდოები გადასცა პარალიმპიურ და ოლიმპიურ პრიზიორებს, ასევე ოლიმპიური ნაკრების წევრებს.
"თქვენ, სპორტსმენებო, გამარჯვებულებო თუ მონაწილეებო, ერთნაირად გიღებთ დღესთქვენი ქვეყნის მსოახლეობა. არამხოლოდ მედლები, ჯილდოები და პრემიები დაიმსახურეთ, მიიღეთ ბევრად მეტი, მარადიული, ისეთი რამ რაც ვერაფერში ვერ უნდა იცვლებოდეს - ესაა ხალხის სიყვარული. დაე, შეგეძლოთ ამ სიყვარულის დაფასება, გაფრთხილება და შენარჩუნება. თქვენ სჭირდებით ქვეყანას, ახალგაზრდებს, ვინც გიყურებთ გაბრწყინებული თვალებით და თქვენგან მაგალითს ელის", - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, 2024 წელს საქართველომ ევროპიდან "დიდი იმედი და სერიოზული შედეგი" მიიღო.
"ფეხბურთელებმა პირდაპირ ევროპაში შეგვიყვანეს, ოლიმპიელებმა და პარალიმპიელებმა საქართველო ევროპის შუაგულში, პარიზში სერიოზულ მეტოქედ წარმოაჩინეს. ორივე შემთხვევაში ვიზეიმეთ არა მხოლოდ ცალკეული სპორტმენის გამარჯვება, არამედ, ქვეყნის წარმატებაც და მისი მსოფლიო რუკაზე გამოჩენა.
არ არსებობს ალბათ ამაზე დიდი ბედნიერება, როცა უყურებ რომ მტელ საზოგადოებას ერთად უხარია, ერთად დგას. სპორტის უდიდესი ძალაა ადამიანები გაახაროს და გააბენდიეროს. ასეც მოხდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.