
როგორია პარტიების რეიტინგი - Edison Research-ის კვლევა
13/09/2024 17:08:11 პოლიტიკა, საზოგადოება
Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, შედეგები ასე ნაწილდება ალოკაციით, შეწონვის მეთოდით:
- "ქართული ოცნება - დემოკრატიული მოძრაობა" - 34%,
- ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - 19.2%,
- გახარია - საქართველოსთვის - 10.6%,
- ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები - 9.8%,
- ახალი ერთობა გვარამია მელია - 9.1%,
- გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.9%,
- ლეიბორისტული პარტია - 5.1%,
- პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფო - 3%,
- ჩვენ - დავით ქაცარავა - 2.1%,
- სხვა პარტიები - 1.2%.
2024 წლის ივლისში კვლევის გამოქვეყნებული შედეგები ასე გამოიყურებოდა:
- "ქართული ოცნება/ხალხის ძალა"- 32.4%,
- ერთიანობა: ნაციონალური მოძრაობა/სტრატეგია აღმაშენებელი - 17.3%,
- "ძლიერი საქართველო: ლელო/ხალხისთვის/თავისუფლების მოედანი - 12.8%.
- "საქართველოსთვის - გიორგი გახარია" - 11.2%,
- კოალიცია ცვლილებებისთვის ახალი/გირჩი/დროა - 9.9%,
- გირჩი - იაგო ხვიჩია - 5.2%,
- ლეიბორისტული პარტია - 3.3%,
- პატრიოტთა ალიანსი და ალტ ინფო - 2.6%,
- მოქალაქეები - 2.2%.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 71% მიიჩნევს, რომ არჩევნებზე შანსი სხვა პარტიას უნდა მიეცეს. კერძოდ, კითხვაზე "თვლით, რომ ქართულმა ოცნებამ იმდენი გააკეთა, რომ ხელახალი არჩევა დაიმსახურა, თუ დროა სხვა პარტიას მიეცეს შანსი?", შედეგები ასე გადანაწილდა:
რაც შეეხება პარტიების მიმართ ლოიალობას, 73% ამბობს, რომ თავის არჩევანში დარწმუნებულია, 27% კი ფიქრობს, რომ შეიძლება, მისი არჩევანი შეიცვალოს.
პარტიების მიხედვით ლოიალობის პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
კვლევის თანახმად, მოსახლეობის 79,6% ამბობს, რომ არჩევნებში ხმის მისაცემად წავა.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა. განიმარტა, რომ კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. შესაძლო ცდომილება არის +/–2.5% საქართველოს მასშტაბით და +/– 2.5 % თბილისისთვის, 95%-იანი ნდობის ინტერვალისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 29 აგვისტო - 8 სექტემბრის შუალედში.