
აშშ-მა რუსი პროპაგანდისტები დაასანქცირა
13/09/2024 19:06:47 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ "Россия сегодня"-ს და მის გენერალურ დირექტორს, პროპაგანდისტ დიმიტრი კისილევს. შესაბამისი შეტყობინება დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
აშშ-ს ხაზინის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ბრძანა, რომ ყველა ფინანსური ტრანზაქცია მედიაჯგუფ Rossiya Segodnya-სთან 13 ნოემბრამდე დასრულდეს.
შემაკავებელი ზომები ასევე შემოღებულ იქნა «ТВ-Новости»-ს, არაკომერციული ორგანიზაცია «Евразия»-სა და მისი დირექტორის ნელი პარუტენკოს მიმართ.
ასევე 13 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი სანქციებს დააწესებს პროპაგანდისტულ არხ RT-თან დაკავშირებულ სამ სტრუქტურასა და ორი პირის წინააღმდეგ „საარჩევნოდ მოლდოვის საქმეებში ჩარევის გამო“.
„დღეს აშშ, დიდი ბრიტანეთი და კანადა იწყებენ ერთობლივ დიპლომატიურ კამპანიას, რათა გააერთიანონ პარტნიორები მთელს მსოფლიოში, რომ უპასუხონ RT-ის და სხვა რუსული გავლენისა და დეზინფორმაციის ინსტრუმენტებიდან მომდინარე საფრთხეს“, - თქვა სახელმწიფო მდივანმა.
მანამდე სანქცირებულთა შორის მოხვდა Russia Today-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, ასევე მისი მოადგილეები - ელიზავეტა ბროდსკა და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედიის პროექტების ხელმძღვანელი კოსტიანტინ კალაშნიკოვი და მისი ხელქვეითი ოლენა აფანასიევა.
განიმარტა, რომ ტელევიზიის თანამშრომლებმა და მენეჯმენტმა დაიქირავეს ხალხი და აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების წინ ცრუ პროპაგანდით ცდილობდნენ მოსახლეობის აზრის შეცვლას და გავლენების მოპოვებას.