Accentnews.ge
ფრანგულ სუპერმარკეტებში, ბანანში 40 კგ-ზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ფრანგულ სუპერმარკეტებში, ბანანში 40 კგ-ზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

13/09/2024 19:43:41 მსოფლიო

საფრანგეთის ოთხ სუპერმარკეტში მიტანილ ბანანში ათობით კილოგრამი კოკაინი აღმოაჩინეს. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, აღმოსავლეთ საფრანგეთში, ბურგუნდია-ფრანშ-კონტეს რეგიონში Grand Frais-ის ქსელის ფილიალების თანამშრომლები გაკვირვებულები იყვნენ, როდესაც ბანანთან ერთად 40-დან 50 კგ-მდე ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ისინი ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მომხმარებლები, რომ ნარკოტიკული საშუალებას ხილთან კონტაქტში არ ყოფილა.

გამოძიება ახლა ცდილობს გაარკვიოს, როგორ აღმოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც, სავარაუდოდ, კოლუმბიურია, ბანანთან ერთად მაღაზიაში და ვისთვის იყო განკუთვნილი.

ბურგუნდიის ქალაქ დიჟონის პროკურორმა, ოლივიე კარაკოჩმა განაცხადა, რომ 10 კგ კოკაინი აღმოაჩინეს ხილის ტვირთში, რომელიც ქალაქ ბოუნში, Grand Frais მაღაზიაში მივიდა. 10-დან 12 კგ-მდე იპოვეს კიდევ სამი მაღაზიისთვის განკუთვნილ მსგავს მარაგში.

Grand Frais-ის სპიკერმა თქვა, რომ სუპერმარკეტების ქსელი მჭიდროდ თანამშრომლობს პოლიციასთან, რათა უზრუნველყოს "პერსონალისა და მომხმარებლების უსაფრთხოება". სუპერმარკეტმა უარი თქვა დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაზე, აღნიშნა გამოცემამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S