
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი კვლავ შეფრინდა
14/09/2024 14:12:06 მსოფლიო
ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი კვლავ შეფრინდა.
მონიტორინგის პროექტის „ბელორუსკი გაიუნი“ მიხედვით, დღეს გამთენიისას „შაჰედის“ ტიპის დრონმა გომელის რაიონის სოფელ ლოევთან გადაკვეთა საზღვარი. დრონმა ბელარუსის ტერიტორიაზე დაახლოებით 30 წუთი დაჰყო.
„დრონი დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, შემდეგ კი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიბრუნდა და უკრაინის ტერიტორიაზე გაფრინდა. ის სლავუტიჩის რაიონში გაფრინდა“, - აღნიშნავს „ბელარუსკი გაიუნი“.
რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტები არაერთხელ შეფრინდნენ მოსაზღვრე ქვეყნების საჰაერო სივრცეში, მათ შორის ნატო–ს ქვეყნებში - კერძოდ, ლატვიასა და რუმინეთში.