Accentnews.ge
უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა კიევის გარშემო რუსების 20-მდე დრონი გაანადგურეს

16/09/2024 06:02:14 მსოფლიო

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 სექტემბრის ღამეს კიევის ირგვლივ საჰაერო სივრცეში მტრის 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, - იტყობინება კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი პოპკო.

„რუსი ოკუპანტების მერვე საჰაერო შეტევა კიევზე და ეს მხოლოდ სექტემბრის პირველ ნახევარში! წინა შეტევების მსგავსად, მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა უპილოტო საფრენი აპარატები, სავარაუდოდ, Shahed-ები. მაგრამ ბოლო შეტევებისგან განსხვავებით, ეს იყო მასიური შეტევა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის განგაში დაახლოებით სამსაათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა დედაქალაქის გარშემო საჰაერო სივრცეში მტრის თითქმის ორი ათეული უპილოტო საფრენი აპარატი გაადგურეს“, - აღნიშნა პოპკომ.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი არაა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S