
ევროპაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება
16/09/2024 10:15:27 მსოფლიო
ცენტრალურ ევროპაში წყალდიდობის მსხვერპლთა დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. 16 სექტემბრის დილის მონაცემებით, დაღუპულია, სულ მცირე, 10 ადამიანი.
შტორმ „ბორისით“ გამოწვეული კოკისპირული წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა რუმინეთში, პოლონეთში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში დაანგრიეს და დატბორეს ათასობით სახლი და სხვა შენობები. დანგრეულია ხიდები და გზები.
ყველზე მეტი – 6 ადამიანი რუმინეთში დაიღუპა. განსაკუთრებით რთული ვითარება ქალაქ გალაცის რაიონშია. მსხვერპლია პოლონეთსა და ჩეხეთშიც. წყალდიდობის გამო განსაკუთრებით რთული ვითარებაა ორი ქვეყნის ერთმანეთთან მოსაზღვრე რაიონებში. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ათასობით ადამიანი.
მდინარე დუნაი კალაპოტიდან გადავიდა სლოვაკეთშიც.
ავსტრიაში, სადაც დედაქალაქ ვენის გარშემო არსებული ტერიტორია გასულ კვირაში გამოცხადდა სტიქიური უბედურების ზონად, 16 სექტემბერს მდინარეებში წყლის დონემ შედარებით იკლო. Reuters-ის ცნობით, მოქალაქეთა ევაკუაციის ოპერაციისას ერთი მაშველი დაიღუპა.