
გიორგი ბაჩიაშვილი: "შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა"
16/09/2024 11:46:02 პოლიტიკა
თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის შეფასებით, "შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა". ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.
"[ბიზნესმენ] გიორგი ჩიკვაიძის საქმე არის ივანიშვილის კორუფციული მანქანის ცალსახა გამოვლინება. სამწუხაროა, რომ ბიზნესის ტერორმა ასეთი სისტემური ხასიათი მიიღო. ჩემს და გიორგის შემთხვევებში პროკურატურის ბრალდებები არის უსაფუძვლო, ეყრდნობა მხოლოდ ერთი მომჩივნის ჩვენებას და არის კანონთან შეუსაბამო. თუკი რამდენიმე თვის წინ ბიზნესს დაშინებით გააკეთებინეს "რუსული კანონის" მხარდამჭერი ერთნაირი და ერთდროული განცხადებები, გიორგის გამბედაობა კარგი მაგალითია იმისა, რომ ამ ქვეყანაში დარჩნენ თავისუფალი ადამიანები ვისაც სისტემის არ ეშინიათ. სწორედ შიში არის ის ერთადერთი ვალუტა, რაც ივანიშვილს შემორჩა. აქედანვე გამომდინარეობს მისი რევანშისტული და ძალადობის წამაქეზებელი წინასაარჩევნო პოლიტიკა. საქართველოს ერთადერთი გზა არის ევროპა! ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა იცხოვრონ ევროპულ ქვეყანაში!", - წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
ამავე თემაზე: ბაჩიაშვილი: სამარცხვინო დღეა მართლმსაჯულებისთვის, უსამართლო პროცესს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ზეპირი ჩვენება უდევს საფუძვლად.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021