ხასო ხანგოშვილი: „ვოლსკი უკვე სახელმწიფო ტერორით იმუქრება“

31-01-2020 00:50:35 ციტატა

„მთელი სახელმწიფო მანქანა მომართულია ფიზიკურად და ემოციურად განადგურებული კაცის წინააღმდეგ...

ასეთი რამის თქმა შეიძლება?! [რედ. იგულისხმება გია ვოლსკის განცხადება] ამხელა თანამდებობის პირი გამოდის და ასეთ რამეებს ლაპარაკობს. მას ვეტყვიმას, ტერორი არსებობს როგორც პიროვნული, ისე სახელმწიფო და ეს მან უნდა გაიგოს. ის უკვე სახელმწიფო ტერორით იმუქრება აქ“.

განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.

ცნობისთვის: პარლამენტის ვიცე–სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „მალხაზ მაჩალიკაშვილი არა თუ პარლამენტში, არამედ სახელმწიფო დაწესებულებებში და ზოგადად, დაწესებულებებში არ უნდა იქნეს ამ პერიოდში დაშვებული, სანამ სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, რამდენი, რა დოზით არის ამ ადამიანის კავშირი იმ ფაქტებთან, რასაც ჰქვია ტერორისტული ჯგუფის გადმოსვლა საქართველოში“.

გაუგებარი დარჩა, რომელ სასამართლო პროცესს გულისხმობს ვიცე–სპიკერი, ვინაიდან უშუალოდ მალხაზ მაჩალიაკშვილთან დაკავშირებით სამართალწარმოების მიმდინარეობა ოფიციალურად არაა ცნობილი. რაც შეეხება მის ვაჟს – თემირლან მაჩალიკაშვილს, რომელიც პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა და რომელი საქმის გამოძიებასაც მაჩალიკაშვილები ითხოვენ, პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა. გამოძიება შეწყდა ორივე ეპიზოდზე: თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე ტერორისტულ ჯგუფთან და სპეცრაზმელის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრაზე.

მაჩალიკაშვილები დავას სტრასბურგში აგრძელებენ, თუმცა ასევე ითხოვენ საპარლამენტო საგამოძიები კომისიის შექმნას.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები