Accentnews.ge
მიანმარში, ტაილანდში, ლაოსსა და  ვიეტნამში წყალდიდობას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

მიანმარში, ტაილანდში, ლაოსსა და ვიეტნამში წყალდიდობას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

17/09/2024 07:41:13 მსოფლიო

ვიეტნამში, ლაოსში, ტაილანდსა და მიანმარში ტაიფუნი „იაგის“ მსხვერპლთა რაოდენობა 500–ს აჭარბებს, – იუწყება BBC.

ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად მიანმარში დაღუპულთა რაოდენობა 226-მდე გაიზარდა, 80-მდე ადამიანი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ტაიფუნ „იაგის“ 10 ადამიანი ემსხვერპლა ტაილანდში და ერთი ლაოსში. ვიეტნამში დაღუპულთა რიცხვი 292-ს შეადგენს, დაკარგულად ითვლება 38 ადამიანი, დაზიანდა 230 000-ზე მეტი სახლი და 280 000 ჰექტარი მოსავალი.

გაერო-მ განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის შედეგად განადგურებულ ქვეყანაში ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს სასწრაფოდ ესაჭიროება საკვები, ასევე სასმელი წყალი, თავშესაფარი და ტანსაცმელი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S