Accentnews.ge
თოვლი, ნისლი,ქარბუქი, შტორმი – ამინდის პროგნოზი 2 თებერვლამდე

თოვლი, ნისლი,ქარბუქი, შტორმი – ამინდის პროგნოზი 2 თებერვლამდე

31/01/2020 06:44:44 საზოგადოება

საქართველოში 31 იანვარს და პირველ თებერვალს მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალმთაში თოვლის სახით, ზოგან კი ძლიერი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ამასთან, სინოპტიკოსები ნისლსა და ქარბუქსაც პროგნოზირებენ, ზღვაზე კი, ოთხ-ხუთ ბალიან შტორმს ელოდებიან.

ასევე, დღეს და ხვალ დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S