Accentnews.ge
ყაველაშვილი: „ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი [...], მეორე მხარეს შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე, გიგაურები, რომლებიც ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას"

ყაველაშვილი: „ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი [...], მეორე მხარეს შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე, გიგაურები, რომლებიც ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას"

17/09/2024 09:37:41 ციტატა

„ერთ მხარეს დგას პატრიარქი, ერეკლე მეორე, ბიძინა ივანიშვილი, რობიკო სტურუა, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ახლა უკვე ჩვენი გუნდის წევრები, ლაშა ბექაური და ბევრი ადამიანის ჩამოთვლა შემიძლია, ვინც ამ "ნაცხროვამ", ამ უსამშობლო და უჯიშო ადამიანებმა, ამ ლიბერალ-ფაშისტებმა არაერთხელ შეურაცხყვეს. ვინ არიან ამის საპირწონე? - შარვალჩახდილი გირჩი ჯაფარიძე, ხატია დეკანოიძე, რომელიც უცხო ტელევიზიაში გამოდიოდა და შავ ხვრელებს აბრალებდა საკუთარ სამშობლოს, კანდელაკი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა, რომ არ მიეცათ ჩვენი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, ახლა ჩასული ეს გიგაურები, არასამთავრობოები, რომლებიც ასეთ დღეში არიან და ასე ამუნათებენ საკუთარ ქვეყანას. არჩევანი მარტივია, ჩემო ძვირფასებო, ამიტომ არის მოწოდება, რომ ქუდზე კაცი, რომ განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი”, -ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S