Accentnews.ge
„განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები ხელისუფლებაში და ქვეყნის გარეთ, რომლებიც ებრძვიან ანაკლიის პორტს“

„განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები ხელისუფლებაში და ქვეყნის გარეთ, რომლებიც ებრძვიან ანაკლიის პორტს“

30/05/2019 10:08:52 ეკონომიკა

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებით, ის ფაქტი, რომ ფოთის პორტზე გაიცა ნებართვა და ამდენი ხნის განმავლობაში იყო დაფარული, ადასტურებს, რომ არსებობენ ძალები როგორც ქვეყნის შიგნით – ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის გარეთ, რომლებიც მიზანმიმართულად იბრძვიან იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პორტის მშენებლობას.

მისი თქმით, განვითარებულმა მოვლენებმა ნდობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„გაჩნდა ეჭვი – რით ვართ გარანტირებული, რომ მსგავსი რამ მომავალშიც არ მოხდება? გვიან ღამით გვირეკავდნენ ბანკები, პარტნიორები, ოპერატორი, შოკირებულნი იყვნენ იმით, რაც ხდებოდა. განსაკუთრებით შეშფოთებულნი იყვნენ იმიტომ, რომ ნებართვა [ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის] გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს იყო შეხვედრა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით არაფერი თქმულა. ეს აზიანებს ნდობას როგორც პროცესის მიმართ, ისე ჩვენი ინვესტორების მთავრობის მიმართ. ყველაფერი უნდა გააკეთოს მთავრობამ იმისთვის, რომ ეს ნდობა აღადგინოს და ისევ დავჯდეთ კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმში. ჩვენ და ჩვენი აქციონერები ყოველთვის ვასრულებდით და ვასრულებთ ვალდებულებებს. რაც შეეხება მომავალ ვალდებულებებს, მზად ვართ, შევასრულოთ, თუმცა უნდა მოგვეცეს შესაძლებლობა“,– განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ანაკლიისა და ფოთის პორტებს შორის ტოლობის ნიშნის დასმა სწორი არაა:

„არ მინდა ბევრი დრო დავხარჯო იმის განმარტებაში, თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ პროექტს ჩვენი ქვეყნისთვის. არ შეიძლება ტოლობის დასმა ანაკლიასა და ტერმინალის გაფართოებას შორის. ეს სწორი არ იქნება. ანაკლია არის მომავლის პროექტი, განვითარების, რეალიზების. ეს არ არის მხოლოდ პორტი. მას აქვს სტრატეგიული დატვირთვა არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მოკავშირე ქვეყნებისთვისაც“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S