
ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა, არის მსხვერპლი
17/09/2024 17:51:54 საზოგადოება
ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ახალაშენებულ კორპუსში ლიფტი მე-16 სართულიდან მოწყდა და ჩავარდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.
შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
სხვა დეტალები უცნობია.