Accentnews.ge
უკრაინის საგარეო მოუწოდებს, ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული უკრაინას არ დაუკავშირონ

უკრაინის საგარეო მოუწოდებს, ტრამპზე თავდასხმის მცდელობისთვის დაკავებული უკრაინას არ დაუკავშირონ

17/09/2024 18:49:13 მსოფლიო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, არ ეძებონ კავშირები უკრაინასა და ამერიკელ რაიან რუთს შორის, რომელიც გასულ კვირას დააკავეს დონალდ ტრამპის მკვლელობის შესაძლო მცდელობისთვის. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გეორგი ტიხიმ სამშაბათს, 17 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სპიკერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გმობს პოლიტიკურ ძალადობის ყველა ფორმას და გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება რაუტის დაკავების შემდეგ.

„ამ ეჭვმიტანილს არანაირი კავშირი არ აქვს უკრაინის სამთავრობო უწყებებთან და არასოდეს უბრძოლია უკრაინის მხარეს საერთაშორისო ლეგიონის ან უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფების შემადგენლობაში“, - დასძინა მან.

ტიხიმ აღნიშნა, რომ ის ადრე „საჯაროდ უჭერდა მხარს უკრაინას“, მაგრამ შეერთებულ შტატებში „ასობით მილიონი ადამიანია, ვინც მხარს უჭერს უკრაინას - და, ცხადია, ეს არის ადამიანთა მრავალფეროვანი ჯგუფი“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ეჭვმიტანილის ქმედებების ხელოვნურად უკრაინასთან დაკავშირებისგან, ეს შეგვიძლია დავინახოთ მედიაში, ტვიტერზე და სხვა პლატფორმებზე“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

15 სექტემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია ფლორიდაში, გოლფის კლუბთან სროლის შესახებ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მამაკაცი დააკავეს, რომელიც იარაღით იმალებოდა გოლფის კლუბთან, სადაც იმ დროს ტრამპი იმყოფებოდა.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპზე შესაძლო თავდასხმის საქმეში ეჭვმიტანილი გამოავლინა: ის 58 წლის რაიან რუთია, რომელიც წარსულში რვაჯერ იყო დაკავებული. ის უკრაინის აქტიური მხარდამჭერი იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S