
იტალიაში განაცხადეს, რომ SAMP/T-ს უკრაინა სექტემბრის ბოლომდე მიიღებს
17/09/2024 18:54:51 მსოფლიო
იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ უკრაინა სექტემბრის ბოლოს მიიღებს დაპირებულ SAMP/T-ს საზენიტო სარაკეტო სისტემას.იტყობინება Rai News.
ევროპულ კონფერენციაზე, რომელიც ეძღვნება საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმოებას, კროზეტომ გამოაცხადა, რომ „თვის ბოლომდე უკრაინას მიეწოდება ახალი SAMP/T საზენიტო სისტემა“.
”ჩვენ ვიცით, რა ჯდება ყოველი დაგვიანებული წუთი,” - ხაზგასმით აღნიშნა მან.
იმის შესახებ, რომ უკრაინა მიიღებს SAMP/T საჰაერო თავდაცვის სისტემას, ოფიციალურად ცნობილი ჯერ კიდევ ივნისში გახდა. გასულ კვირას უკრაინისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს იტალიური სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი.
უკრაინამ პირველი SAMP/T სისტემა (ასევე ცნობილია როგორც MAMBA) 2023 წელს მიიღო. ამ სისტემას შეუძლია ათეულობით სამიზნის თვალყურის დევნება და ერთდროულად 10-ის განეიტრალება - და ასევე არის ერთადერთი ევროპული წარმოების სისტემა, რომელსაც შეუძლია ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება.