Accentnews.ge
რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს

რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ტოროპეცზე დრონებით შეტევის გამო მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს

18/09/2024 06:07:37 მსოფლიო

ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში, რომელიც რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს, გამთენიისას ძლიერი აფეთქებები იყო.

ადგილობრივი დროით 05:00 საათისთვის ოლქის გუბერნატორ იგორ რუდენიას პრეს–სამსახურმა გაავრცელა ცნობა, რომ მოგერიებული დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენამ ხანძარი გამოიწვია. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ტვერის ოლქის გუბერნატორის გადაწყვეტილებით, რაიონიდან, სადაც ხანძარს აქრობენ, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს მეზობელ ქალაქ დასავლეთ დვინაში. თავად დვინაში სკოლები და საბავშვო ბაღები დროებით დახურეს.

რუსული და უკრაინული ტელეგრამ-არხების ინფორმაციით, ტოროპეცში დრონებით თავდასხმა საბრძოლო მასალების საწყობზე განხორციელდა.

უკრაინას, რომლის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით ხშირად უტევენ სამხედრო და სამრეწველო ობიექტებს, ტვერის ოლქზე დღევანდელი იერიშის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S