
რუსეთი კურსკზე, ბრიანსკზე, სმოლენსკზე, ბელგოროდსა და ორიოლზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება
18/09/2024 06:41:20 მსოფლიო
რუსეთი კურსკზე, ბრიანსკზე, სმოლენსკზე, ბელგოროდსა და ორიოლზე დრონებით იერიშის შესახებ იუწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, "27 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს კურსკის ოლქში, 16 - ბრიანსკში, 7 - სმოლენსკის ოლქში, 3 - ბელგოროდში და 1 - ორიოლის ოლქში".
ჩამონათვალში არ არის ტვერის ოლქი, სადაც დრონებით შეტევის გამო საჭირო გახდა ქალაქ ტოროპეცის მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია.