
შოიგუ ირანს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია
18/09/2024 08:04:40 მსოფლიო
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ ირანს მოულოდნელი ვიზიტით ეწვია, – იუწყება Reuters.
გამოცემის ცნობით, შოიგუ შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს, რომელიც მას დაჰპირდა "რუსეთთან უფრო ღრმა კავშირების განვითარებას დასავლური სანქციებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად".
„ჩემი მთავრობა სერიოზულად მიაქცევს ყურადღებას მიმდინარე თანამშრომლობას და მიიღებს ზომებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონის ასამაღლებლად“, - განაცხადა მასუდ ფეზეშქიანმა.
მანამდე, რამდენიმე დღის ადრე შოიგუ ჩრდილოეთ კორეას სტუმრობდა.
"რუსეთი უკრაინასთან კონფლიქტის ორ წელიწად-ნახევარზე მეტის შემდეგ ცდილობს განავითაროს კავშირები ორ ქვეყანასთან, რომლებიც მტრულად არიან განწყობილნი შეერთებული შტატების მიმართ. ეს ქვეყნები რუსეთს აწვდიან ბალისტიკურ რაკეტებს უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოსაყენებლად", – იუწყება Reuters.
ირანი უარყოფს რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნას. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ირანი რუსეთის პარტნიორია ყველა შესაძლო სფეროში.