„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში?“

31-01-2020 12:36:29 ციტატა

„მე რომ გამაგდეთ პარტიიდან, რატომ არ გააგდეთ კობახიძე, რომელმაც ხალხის მტერი დასვა სავარძელში? ისევ პარტიაში, ბატონი ბიძინას გვერდზე ზის და მისი მრჩეველია. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს? რატომ ისარგებლა პარტიაში კორუფციულმა ნაწილმა, რომელსაც კონტრრევოლუცია აქვს მოხდენილი „ქართულ ოცნებაში“ და არ აძლევს საშუალებას ნორმალური, დემოკრატიული პროცესები განვითარდეს“.

ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან გარიცხულმა დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოში კომისიის სხდომა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები