Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვის მხარდაჭერასაც ნიშნავს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვის მხარდაჭერასაც ნიშნავს

18/09/2024 09:42:03 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი აცხადებს, რომ უკრაინის მხარდაჭერა მოლდოვის მხარდაჭერასაც ნიშნავს. ამის შესახებ მან მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ უკრაინის მხარდაჭერისთვის ვაკეთებთ, მოლდოვის ირგვლივ სიტუაციის სტაბილიზაციისათვის ხელშეწყობასაც ნიშნავს. მოლდოვის მოზახლეობას ყველაზე მეტად აღელვებს ის, რომ, თუ უკრაინა დაეცემა, ჯერი შემდგომში მოლდოვაზე მიდგება“, – განაცხადა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკი მოლდოვას ლიეტუვის, ნიდერლანდის, პოლონეთის, რუმინეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ეწვია. ექვსი ევროპული ქვეყნის მაღალი რანგის დიპლომატები კიშინიოვში „მოლდოვის პარტნიორობის პლატფორმის“ მონაწილეთა თანამშრომლობის ფარგლებში ჩავიდნენ.

აღნიშნული პლატფორმის შექმნას 2022 წლის დასაწყისში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გერმანიამ ჩაუყარა საფუძველი. ერთობლივი პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მოლდოვის ეკონომიკის სტაბილიზაციას და დაიცვას ქვეყანა რუსული დეზინფორმაციისგან.

პლატფორმის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებებს, რომლებიც მოლდოვისათვის 300 მილიონ ევროზე მეტი (334 მილიონი დოლარი) სესხისა და 80 მილიონი ევროს მოცულობის გრანტების გამოყოფას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S