Accentnews.ge
Microsoft: "რუსი "ტროლები" კამალა ჰარისის შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ"

Microsoft: "რუსი "ტროლები" კამალა ჰარისის შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ"

18/09/2024 11:12:20 მსოფლიო

კომპანია Microsoft–ს ახალი ანგარიშის თანახმად, "რუსი "ტროლები" აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის კამალა ჰარისის შესახებ ყალბ ამბებს ავრცელებენ".

დოკუმენტში ნახსენებია ტროლების ორი დაჯგუფება - Storm-1516 და შედარებით ახალი Storm-1679.

Microsoft-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ "რუსი "ტროლები" გააქტიურდნენ აგვისტოს ბოლოს, ერთ თვეში მას შემდეგ, რაც ჰარისის სასარგებლოდ, წინასაარჩევნო რბოლიდან გასვლის შესახებ განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა".

"ტროლების" დაჯგუფება Storm-1516-მა შექმნა და გაავრცელა ორი ყალბი ვიდეო, რომელთაგან თითოეულმა მილიონზე მეტი ნახვა მოაგროვა. პირველ ვიდეოში, თანმხლები ტექსტის თანახმად, „ჰარისის მომხრეები მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგში მონაწილეებს ესხმიან თავს“. მეორე ყალბ ვიდეო რგოლში კი ერთ-ერთი გმირი ქალი ამტკიცებს, რომ 2011 წელს მას მანქანით დაეჯახა ჰარისი, რის შედეგადაც ის პარალიზებული იქნა. ყალბი ვიდეოები კი "ტროლებმა" გამოაქვეყნეს მასმედიის სახელს ამოფარებულ საიტზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ არის შექმნილი.

დაჯგუფება Storm-1679-მა შექმნა ყალბი ვიდეო, რომელზეც გამოსახულია ნიუ-იორკში განთავსებული სარეკლამო დაფა, რომელიც მოუწოდებს ადამიანებს, რომ ხმა მისცენ ჰარისს. „ის გპირდებათ უფასო ოპერაციებს თქვენი ბავშვებისთვის სქესის შესაცვლელად, იმისდა მიუხედავად მოგწონთ ეს, თუ არა. გადავაქციოთ ბიჭები ისევ გოგოებად“. ამ ვიდეო რგოლმა ოთხი საათის განმავლობაში სოციალურ ქსელ X-ში 100 ათასზე მეტი ნახვა მოაგროვა", – ნათქვამია ანგარიშში.

კომპანია Microsoft მოელის, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, რომელიც 5 ნოემბერს გაიმართება, კრემლის მომხრე, როგორც ძველი, ისე ახალი "ტროლების ქარხნები",ყალბ ვიდეოებს გაავრცელებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S