Accentnews.ge
ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საქართველოდან ფრენებს იწყებს

ავიაკომპანია „იზიჯეტი“ საქართველოდან ფრენებს იწყებს

18/09/2024 12:01:07 ეკონომიკა

ბრიტანული ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ (EasyJet) საქართველოდან ფრენებს იწყებს. ამის შესახებ ავიაკომპანიამ ვიდეორგოლი მოამზადა, რომელშიც მგზავრებს საქართველოში მოგზაურობას სთავაზობს და ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს აცნობს.

ფრენები 2025 წლის გაზაფხულიდან დაიწყება. ავიაკომპანია საქართველოს დედაქალაქიდან ფრენებს ლონდონის, მილანისა და ჟენევის მიმართულებით შეასრულებს. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

პირველი ავიარეისი თბილისიდან ჟენევის მიმართულებით 31 მარტს შესრულდება. ამ მიმართულებაზე ავიაკომპანია კვირაში ორი სიხშირით იფრენს. ფრენები თბილისიდან ლონდონის ლუტონის აეროპორტისა და მილანის მალპენსას აეროპორტების მიმართულებით 1 აპრილიდან დაიწყება. რეისები კვირაში ორი სიხშირით შესრულდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S