Accentnews.ge
ჭუმბურიძე: ჩვენი განათლებული ახალი თაობა ნამდვილად არ მოისურვებს ასეთ ქვეყანაში დაბრუნებას

ჭუმბურიძე: ჩვენი განათლებული ახალი თაობა ნამდვილად არ მოისურვებს ასეთ ქვეყანაში დაბრუნებას

18/09/2024 13:03:45 საზოგადოება, ციტატა

„არჩევნები იქნება ის „საჯილდაო ქვა“, რომელიც საბოლოო ჯამში ყველას დაგვანახებს, რა გვინდა, საით მივდივართ და როგორი სახელმწიფო გვინდა, რომ შევქმნათ. რასაც ვუყურებ, 34 წელი არ ყოფილა საკმარისი იმისთვის, რომ დემოკრატიული, გამართული სახელმწიფო შეგვექმნა, სამწუხაროდ [...]. ამიტომ მეტი ძალისხმევა უნდა ამ პროცესს. უნდა შევთანხმდეთ - გვინდა დემოკრატიული სახელმწიფო? ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, შევქმნათ დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც იქნება ნებისმიერი ჩვენი მოქალაქისთვის გარანტი იმისა, რომ გაცილებით უკეთესად იცხოვროს და ქვეყანა იყოს ნებისმიერი ინვესტორისა და პარტნიორისთვის მიმზიდველი და რა თქმა უნდა, თავისუფალი მასმედია - ამ სამ დიდ დემოკრატიულ განზომილებაზე დგას ცივილიზებული სამყარო. თუ გვინდა, გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი, ეს მოთხოვნები ისევ ჩვენთვის უნდა შევასრულოთ და არა ამერიკელებისა და ევროპელებისთვის. გავაკეთებთ ამას? ნებისმიერი ჩვენი მოქალაქე, დაწყებული ხელისუფლებიდან, დამთავრებული რიგითი მოქალაქით, იცხოვრებს ნორმალურად და ექნება შენარჩუნებული ის ღირსება, რომელიც საქართველოს მოქალაქეს უნდა ჰქონდეს. ეს ყველაზე მთავარია. თუ ამას არ გავაკეთებთ, დროში გაიჭიმება, გაგვირთულდება და ის ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, ჩვენი განათლებული ახალი თაობა ნამდვილად არ მოისურვებს ასეთ ქვეყანაში დაბრუნებას. ვიფიქროთ შვილების თაობაზე!“,- ამბობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ალექსანდრე ჭუმბურიძე.

ჭუმბურიძე: ასეთ ვითარებაში ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან არ ყოფილა!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S