სომხეთი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში რუსეთის ჩართულობაზე მიანიშნებს

18-09-2024 17:22:58 კავკასია

სომხეთის სახელმწიფო საგამოძიებო კომიტეტი ქვეყანაში გადატრიალების მცდელობის აღკვეთისა და ამ საქმის სამი ფიგურანტის დაკავების შესახებ იუწყება.

მისივე ინფორმაციით, საუბარია სომხეთის მოქალაქეებისა და ყარაბაღის მკვიდრთა დაჯგუფებაზე, რომელიც სომხეთში ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით მოქმედებდა, მისი თითოეული წევრი გადატრიალების მზადების პერიოდში თვეში დაახლოებით 220 ათას რუბლს იღებდა და რუსეთში სამი თვის განმავლობაში სპეცმომზადებას გადიოდა უახლესი იარაღის გამოყენებაში.

"წვრთნების პერიოდში დაქირავებულთა ნაწილმა განზრახვის განხორციელებაზე უარი თქვა, თუმცა ნაწილმა რუსეთში მომზადება ბოლომდე გაიარა და სომხეთში, სამხედრო ბაზაზე, დახურულ სივრცეში თანამზრახველებსაც წვრთნიდა "ქვეყნის გადარჩენის" იდეით" - ნათქვამია საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნულთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის - მიმალულთა დასაკავებლად, დაჯგუფების სხვა თანამზრახველთა და დამკვეთთა გამოსავლენად.

Новости

Другие новости