Accentnews.ge
უკრაინის შეიარაღებული ძალები: კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია

უკრაინის შეიარაღებული ძალები: კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია

18/09/2024 16:02:17 მსოფლიო

უკრაინა კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიშის შეჩერების შესახებ იუწყება.

"რუსეთის კურსკის ოლქში რუსეთის ჯარების კონტრიერიში შეჩერებულია, ოლქის ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლქვეშ რჩება. რუსეთის ჯარები ცდილობდნენ, ფლანგებიდან შეეტიათ, მაგრამ ისინი შეჩერებულ იქნენ, სიტუაცია სტაბილიზებულია და დღეს ყველაფერი ჩვენ კონტროლქვეშაა, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს", – განუცხადა სააგენტო AFP-ს ამ ტერიტორიებზე შექმნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების კომენდატურის წარმომადგენელმა ოლექსი დმიტრაშკოვსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე რუსეთის რამდენიმე ათასი მოქალაქე რჩება. როგორც მან აღნიშნა, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში კვლავაც 100-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S