Accentnews.ge
გახარიამ და ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს

გახარიამ და ხაზარაძემ ორბელიანების სასახლე დატოვეს

18/09/2024 17:57:30 პოლიტიკა

კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლე დატოვეს.

გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან:

„საუბარი მიდის კონსტრუქციულად, ერთ საათში დავბრუნდებით“.

ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნებისთვის გაერთიანების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S