Accentnews.ge
აშშ: ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

აშშ: ირანელმა ჰაკერებმა ტრამპის შტაბიდან მოპარული ინფორმაცია ბაიდენის შტაბს გაუგზავნეს

19/09/2024 06:20:44 მსოფლიო

ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ(FBI), ნაციონალური დაზვერვის ბიურომ (DNI) და კიბერუსაფრთხოების და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ (CISA) განაცხადეს, რომ ირანელმა ჰაკერებმა, აშშ-ის არჩევნებში ჩარევის მიზნით ყოფილი პრეზიდენტისა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბიდან მოპარული ინფორმაცია „დემოკრატების“ მაშინდელ საპრეზიდენტო კანდიდატთან ჯო ბაიდენთან დაკავშირებულ პირებს ელექტრონული წერილების სახით გაუგზავნეს.

საუბარია 2024 წლის ივნისი-ივლისის პერიოდზე, როცა ჯო ბაიდენს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნა.

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ბაიდენის შტაბის არცერთ თანამშრომელს საეჭვო ელექტრონულ წერილებზე პასუხი არ გაუცია. გამოძიების თანახმად, ივნისის დასაწყისიდან ირანელი ჰაკერები ტრამპის შტაბისთვის მოპარულ ინფორმაციას უგზავნიდნენ ამერიკულ მედიასაშუალებებსაც. ინფორმაციის შინაარსს სამართალდამცავები არ ასახელებენ.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა სპეცსამსახურების განცხადება შეაფასა იმის კიდევ ერთ დასტურად, რომ ირანი დემოკრატიული პარტიის დასახმარებლად აქტიურად ერევა საარჩევნო პროცესში.

პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატის, კამალა ჰარისის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის, მორგან ფინკელშტეინის განცხადებით, უცხოური გავლენის ოპერაციის შესახებ პირველივე ცნობის მიღების შემდეგ სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

კიბერშეტევა 2024 წლის აგვისტოშიც იყო ტრამპის და ჰარისის საარჩევნო შტაბებზე. ამერიკულმა სპეცსამსახურებმა პასუხისმგებლობა ირანს დააკისრეს. ირანის ხელისუფლება კიბერთავდასხმებთან კავშირს უარყოფს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S