Accentnews.ge
Bloomberg: მომავალ კვირას ჰარისი ვაშინგტონში ზელენსკის შეხვდება

Bloomberg: მომავალ კვირას ჰარისი ვაშინგტონში ზელენსკის შეხვდება

19/09/2024 08:01:23 მსოფლიო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი მომავალ კვირას ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, ზელენსკის ასევე ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრა სურს გაეროს გენერალური ასამბლეის კვირეულის ფარგლებში.

18 სექტემბერს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას შეუძლია ზელენსკის მომავალ კვირას შეხვდეს, როდესაც ის ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე ჩავა.

ზელენსკიმ თქვა, რომ მას სურს საკუთარი სამშვიდობო გეგმა ბაიდენს, ჰარისს და ტრამპს წარუდგინოს.

უკრაინის პრეზიდენტი 25 სექტემბერს ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S