Accentnews.ge
დმიტრაშკოვსკი: კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეჩერებულია

დმიტრაშკოვსკი: კურსკის ოლქში რუსეთის კონტრშეტევა შეჩერებულია

19/09/2024 08:04:15 მსოფლიო

რუსეთის მიერ წამოწყებული კონტრშეტევა, რომლის მიზანს კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებული ტერიტორიების დაბრუნებას წარმოადგენდა, შეჩერებულია. ამის შესახებ კურსკის ოლქში უკრაინის მიერ შექმნილი სამხედრო კომენდატურის უფროსი ალექსეი დმიტრაშკოვსკი იუწყება.

“რუსები ფლანგებიდან დარტყმას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი შეაჩერეს. ვითარება დასტაბილურდა, და დღეს უკვე კონტროლს ექვემდებარება, მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს” - განაცხადა სამხედრო კომენდატურის უფროსმა.

დმიტრაშკოვსკის თქმით, “რუსები შევიდნენ ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში. მათ განაგრძეს ბრძოლა მეორე დასახლებული პუნქტისთვის და ამით დასრულდა”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S