Accentnews.ge
კესარია აბრამიძის მეგობარი – სავარაუდო მკვლელზე: "ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ- ერთი ზონდერი იყო"

კესარია აბრამიძის მეგობარი – სავარაუდო მკვლელზე: "ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, ერთ- ერთი ზონდერი იყო"

19/09/2024 08:55:13 ციტატა

"ბოლოს მიტინგების დარბევა რომ მოხდა, მანდ გამოვლინდა ეს ტიპი, იყო ერთ- ერთი ზონდერი, თუ რა ჯანდაბა ქვია, ვინც ხალხს სიამოვნებით ურტყამდა. ეს რომ დაინახა [კესარიამ] გაწყვიტა მასთან ურთიერთობა, რაღაც პერიოდი ქვეყნიდან იყო წასული, მეგობართანაც იყო წასული. მერე რაღაც პერიოდის შემდეგ რომ დაბრუნდა, იმან არ მოისვენა. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ეუბნებოდა კესოს, რომ შენი ბრალია ისიც, რომ მე შენ ასე გამაგიჟეო, მომწონხარო, ვიღაცები მეუბნებიან რომ გადაკეთებულ ქალთან ხარო. [...] რომ ვნახე ეს "სთორი" , [კესარიას სოციალურ ქსელში] დავუკავშირე ამ შემთხვევას იმიტომ, რომ ეს ტიპი ამბობდა, თან არავინ არ მაინტერესებს, ჩემი უნდა იყო ცოლად უნდა მოგიყვანოო, თან ოჯახი რაღაცა...ასეთი რომ ვარ შენი ბრალიაო", – განაცხადა კესარია აბრამიძის მეგობარმა იაკობ მამულიამ "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის: 37 წლის ტრანსგენდერი ქალის კესარია აბრამიძის მკვლელობის ბრალდებით 26 წლის ბექა ჯაიანი დააკავეს.ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ბ.ჯ., გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი კ.ა. მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S