სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ

19-09-2024 18:26:57 საზოგადოება

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი.

კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20-21 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, შავი ზღვის სანაპიროსა და მიმდებარე რაიონებში, ასევე, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან ნაწილში შესაძლებელია ძლიერი.

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

ახალი ამბები

სხვა სიახლეები