ჩრდილოეთ კორეამ ახალი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

19-09-2024 19:46:35 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ახალი ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები გამოსცადეს.

იუწყებიან, რომ ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი კმაყოფილი დარჩა ახალი იარაღის გამოცდით და აღნიშნა, რომ საჭიროა კონვენციური იარაღისა და ბირთვული შესაძლებლობების გაძლიერება გარე საფრთხისგან ქვეყნის დასაცავად.

გასულ კვირას, ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ ურანის გასამდიდრებელი ქარხნის უიშვიათესი სურათები გამოაქვეყნა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები