კორტნი: სანქციები გაფრთხილებაა, რომ თუ არჩევნებს გააყალბებენ, მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება

19-09-2024 19:52:33 პოლიტიკა

"გარკვეულწილად, ეს [სანქციები] გაფრთხილებაა, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი "ამერიკის ხმასთან" საუბრობს.

"ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ, შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, გააყალბონ. [...] ვერც ერთი ჩვენგანი წარმოიდგენდა, რომ საქართველოს მთავრობა ასე მტრულად განეწყობოდა დემოკრატიისა და დასავლეთისადმი.

გარკვეულწილად, ეს [სანქციები] არის გაფრთხილება, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებს გააყალბებენ, მაშინ მეტი საპასუხო ქმედებაც იქნება", - ამბობს კორტნი.

იხ ხაზს უსვამს, რომ "არჩევნები ძალიან მნიშვნელვანი იქნება. ეს [სანქციები] კი იმის ნიშანია, რომ მართალია, ამერიკა უკრაინის ომზე, ღაზაზე, სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე, ტაივანსა და სხვა საკითხებზეა ფოკუსირებული, მაგრამ საქართველო არავის დავიწყებია".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები