19-09-2024 19:57:38 ევროპა
იტალიის ჩრდილოეთში ქარიშხლის შემდეგ ორი ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო დაახლოებით 1000 პირი ევაკუირებულია.
The Guardian წერს, რომ ქარიშხალმა, რომელმაც აქამდე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში მსხვერპლი გამოიწვია, წყალდიდობა და მეწყერი მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აპენინების ჩრდილოეთით მდებარე რეგიონ ემილია-რომანიაში დღეს ყველა სკოლა დახურულია. მოსახლეობას ურჩევენ, თავი შეიკავონ მგზავრობისგან და შესაძლებლობის ფარგლებში, სახლიდან იმუშაონ.
ბოლო დღეებში ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობაა ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში.